გახსოვთ ალბათ ცნობილი ბრიტანელი მუსიკოს-შემსრულებელი კლიფ რიჩარდსი. 70 წლის როკ-მომღერალი კვლავ ჩინებულ “სპორტულ” ფორმაში იმყოფება და აქტიურ პროფესიულ მოღვაწეობას აგრძელებს.
დღეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უბერებელი როკმენის ახალი ალბომი გამოვა გაყიდვაში. მისი სახელწოდებაა “Soulicious”. ამ სტუდიურ ჩანაწერში მომღერალი ახალ ამპლუაში მოგვევლინება. ის კომპოზიციებს “სოულის” სტილში შეასრულებს.
ამ ალბომში შევიდა რიჩარდსის მიერ სოულის ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ჩაწერილი 15 დუეტი. მათ შორის არიან “სოულის” სამყაროში პოპულარული “The Temptations”, “Percy Sledge” და “Roberta Flack”.
ახალი ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო ლეიბლმა “Motown”. დისკზე მუშაობა მიმდინარეობდა აშშ-ის ქალაქებში მემფისსა და ნიუ-იორკში.
ამ ახალ ნამუშევარში კლიფ რიჩარდსმა საკუთარ ტრადიციულ სტილს უღალატა და აქცენტი კომერციულად უფრო მომგებიან “სოულზე” გააკეთა. ბრიტანელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ეს გამოიწვია თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში არსებულმა დიდმა კონკურენციამ.
ბოლო წლების განმავლობაში ჰარი როჯერ უები (კლიფ რიჩარდსის ნამდვილი სახელი) ჩრდილში მოექცა. ამ ახალი ჩანაწერის საშუალებით მან მსმენელებისათვის საკუთარი თავის შეხსენება განიზრახა.