გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს

გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარუდგინეს

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება წარედგინა. როგორც მთავარი პროკურატურიდან გამოსულმა გიორგი კალანდაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კალანდაძეს 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ეპიზოდი ზვიად აბესაძის საქმეს ეხება. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან კავშირი აღარ აქვს და ეს უფრო პოლიტიკურ დევნას ჰგავს.

ადვოკატის თქმით, აღნიშნული ეპიზოდი, გაგა მკურნალიძის ჩვენებიდან გამომდინარე გაჩნდა.

როგორც გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, საქმე საკმაოდ ვრცელია და შესაბამისად, მის შესწავლას დრო დასჭირდება და მას შემდეგ გაკეთდება დამატებითი კომენტარები.

გიორგი კალანდაძის დაკითხვა პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.