„საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ - Forbes -ის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

„საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ - Forbes -ის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

"საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ - Forbes-ის მიერ შედგენილ ყოველწლიურ რეიტინგში  საქართველო 50-ე ადგილს იკავებს.

გამოცემის აზრით, ბიზნესის კეთება საქართველოში უფრო რთულია, ვიდრე მაგალითად ჩილეში,  ტაივანში, მონტენეგროსა და ბულგარეთში და უფრო ადვილი, ვიდრე რუსეთში, თურქეთში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

სიას ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორე ადგილზე დანიაა, მესამეზე ჰონგკონგი, ათეულს კი, დიდი ბრიტანეთი აგვირგვინებს.

მეთორმეტე ადგილზე გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები,  საფრანგეთმა და გერმანიამ კი, 20-21 ადგილები გაიყვეს. რაც შეეხება რუსეთს, მან 105-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგის შედგენისას Forbes-ი ითვალისწინებდა, როგორც გადასახადების სიმძიმესა და კორუფციის არარსებობას,  ასევე ვაჭრობისა და მონეტარულ თავისუფლებას, ინვესტიციების დაცულობას,  ბიზნესის გამჭვირვალობას და ტექნოლოგიურ განვითარებას.

რეიტინგის შედგენისას ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას და აღმავლობას Forbes წელს პირველად ითვალისწინებს და ექსპერტების აზრით,  დანია თავის მოულოდნელ მეორე ადგილს სწორედ ქვეყანაში ტექნოლოგიურ ბუმს უნდა უმადლოდეს.