უკვე ცნობილია, იმ პირთა ვინაობა, რომლებიც ლევან ქარდავასთან და გიორგი ყავლაშვილთან ერთად დააკავეს.
ესენი: გიგა კერესელიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი, ბექა კვარაცხელია, ვასილ ჯამალაშვილი, გიორგი ყავლაშვილი, ლევან ქარდავა, შალვა ვაშაკიძე და ზაალ მაისურაძე არიან.
მთავარ სამმართველოში დაკავებულების მოსანახულებლად ამჟამად, ლევან ქარდავას ადვოკატი კახა შონია და გიორგი ყავლაშვილის ადვოკატი დავით ხაჟალია იმყოფებიან.
დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი ყავლაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით ედება, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მას ბრალი წარეგინა 333 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი ტვირთების დაზიანებას ტერმინალზე.
კუდის უფროს ლევან ქარდავას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს ესენია: 333 - თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება და 143 მუხლის 3 ნაწილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ამ შემთხევვაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეშღუდვაზე.
შსს-ს ყოფილი თანამშრომლები დროებითი დაკავების იზოლატორში რჩებიან.
რაც შეეხება შსს-ს დანარჩენ ყოფილ თანამშრომლებს, მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ამ პროცედურითვის ვადა ხვალ იწურება.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები გუშინ დააკავა.