თეა თუთბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფში შეყვანას ითხოვს. თუთბერიძემ აღნიშნული თხოვნით უკვე მიმართა სასჯელაღსრულების მინიტრს სოზარს სუბარს.
„მივმართე სოზარ სუბარს, ჩამსვას იმ 51-კაციან სიაში, რომელსაც აქვს უფლება, ციხეებში განახორციელოს მონიტორინგი, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია. ველოდებით, რომ ბაჩო ახალაიას აქედან გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მასთან მონიტორინგის საბჭოს არაერთი წევრი შესულა" - აღნიშნა თუთბერიძემ და დასძინა, რომ ამ დროისთვის სასჯელაღსრულების აღნიშნულ დაწესებულაში სიმშვიდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალაია იქ უსაფრთხოდ იქნება.
ამასთან, როგორც თუთბერიძემ განმარტა, ახალაიას საქმეზე მოწმეების დაკითხვის ოქმების გაცნობის მოთხოვნით ის პროკურატურაში განცხადების შეტანას გეგმავს.