„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის

გადასახადის წყაროსთან დაბეგვრის 5 პროცენტიანი გადასახადის განაკვეთი დივიდენდისა და პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე ნარჩუნდება.

შესაბამისი ცვლილება - „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.

ცვლილებებით,  როიალტის სახით მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ამას გარდა, პროექტით, საშემოსავლო გადასახდის განაკვეთი არ შემცირდება და ის დღეის მონაცემებით არსებული 20%-იანი გადასახადის განაკვეთით შენარჩუნდება.

ახალი მთავრობის განმარტებით, ძველი ხელისუფლების გადაწყვეტილება საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთის ჯერ 2%-ით და შემდგომში - 2014 წლიდან 3%-ით შემცირების თაობაზე, არაეფექტურია და მის ნაცვლად ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება მოხდება.