Daily Mail: დროა ევროსგან გავთავისუფლდეთ!

Daily Mail: დროა ევროსგან გავთავისუფლდეთ!

 ბრიტანული  ტაბლოიდების დღევანდელი ნომრების პირველი გვერდები ევროპის კონტინენტზე გუშინდელ გამართულ საპროტესტო აქციებს მიეძღვნა.

Daily Mail-მა გუშინდელ დღეს „ანარქიის დღე ევროპაში“ უწოდა.

„დემონსტრანტები, რომლებიც აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, სამართალდამცავებს ქვებს ესროდნენ, წვავდნენ მანქანებსა და ევროკავშირის დროშებს, 40 პროფკავშირის მიერ 23 ქვეყანაში ორგანიზებული აქცია მასობრივ ანარქიასა და არეულობაში გადაიზარდა. ყველაზე დიდი არეულობა ესპანეთში იყო. პოლიციასთან შეტაკებისას დაშავდა 40-მდე ადამიანი, მათ შორის 18 პოლიციელი, ხოლო 140 დემონსტრანტი პოლციიამ დააკავა.“,- წერს გამოცემა.

ბრიტანული ტაბლოიდი სარედაქციო სტატიაში მკითხველის ყურადღებას ევროს ყოფნა-არყოფნაზე  ამახვილებს და აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დროა ევროსგან გავთავისუფლდეთ“,-აღნიშნავს გამოცემა.