“Nirvana” ბრიტანულ ჰიტ-პარადს დაუბრუნდა

“Nirvana” ბრიტანულ ჰიტ-პარადს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გაყიდვაში გამოვიდა ცნობილი ჯგუფი “Nirvana”-ს მიერ 1991 წელს გამოცემული სტუდიური ჩანაწერი “Nevermind”-ის ახალი გაუმჯობესებული ვერსია.

 

ამ რელიზულ გამოცემაში შევიდა ერთი DVD და ოთხი CD დისკი.

 

ამ ჩანაწერმა წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჩართებში მეხუთე პოზიცია დაიკავა.

 

საინტერესოა, რომ დისკმა წარმატებას ავსტრალიაშიც მიაღწია და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურად მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

 

“Nevermind” ჯგუფის ბიოგრაფიაში რიგით მეორე ალბომია და მან დღის სინათლე 1991 წელს იხილა.

 

წინა კვირის ბრიტანულ ჩართებში, დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ლეგენდარული ჯგუფი “Pink Floyd”-იც გამოჩნდა. მისმა სტუდიურმა ჩანაწერმა “The Dark Side of the Moon”, რომელიც 1973 წლითაა დათარიღებული ადგილობრივ ჩართებში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.