პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტში 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელებენ

პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე,  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.  

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2013 წლიდან ყველა ასაკით პენსიონერისთვის პენსიის რაოდენობა თანაბარი იქნება,  ასევე მომავალი წლისთვის ნომინალური შიდა პროდუქტი 10-11%-ით გაიზრდება და 29,3 მილიარდი ლარი იქნება. ამასთან, შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.

დღევანდელი განხილვების შემდეგ, ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითურთ, მთავრობას უკან დაუბრუნდება და გადამუშავებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს 30 ნოემბერს წარედგინება. პროექტის დამტკიცება კი, 20 დეკემბრამდე მოხდება.