ამერიკის 20 შტატი დამოუკიდებლობას ითხოვს

ამერიკის 20 შტატი დამოუკიდებლობას ითხოვს

100 000-ზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლის თანახმადაც 20 შტატი დამოუკიდებლობას და შეერთებული შტატებიდან  გამოსვლას ითხოვს. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ ბარაკ ობამას არჩევნებში გამარჯვების გამო, ხელმომწერნი ძირითადად, მით რომნის მხარდამჭერებს წარმოადგენენ.

ჯერჯერობით ლიდერობს ტეხასის შტატი, იქ უკვე 25 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას. განსაზღვრული კანონის თანახმად, თეთრმა სახლმა პასუხი უნდა გასცეს ტეხასის შტატის მოთხოვნას.

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის თანახმად, „თუ მმართველობის რომელიმე ფორმა არის დამთრგუნველი ქვეყნისთვის, მაშინ ხალხს უფლება აქვს შეცვალოს ის ან დაამტკიცოს ახალი მთავრობა“. ტეხასელები კი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვეევას აპროტესტებენ.