ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს

ბიძინა ივანიშვილი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში გრძელდება.

დღეს დაგეგმილია შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ხვალ კი,  ბიძინა ივანიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან.