ევროკავშირმა საბერძნეთს კიდევ ორი წელი დრო მისცა

ევროკავშირმა საბერძნეთს კიდევ ორი წელი დრო მისცა

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ, საბერძნეთს კიდევ ორი წელი მისცენ რეფორმების გატარებისთვის-საბერძნეთს ბიუჯეტის რეკვესტრი  2014-16 წლებში შეუძლია გაატაროს.

მინისტრებმა ასევე თანხმობა განაცხადეს საბერძნეთისთვის 31,5 მილიარდი ევროს გამოყოფისთვის. თუმცა, მინისტრების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საბერძნეთს დამატებით კიდევ 32, 6 მილიარდი ევრო გამოეყოს ექსტრემალური ფინანსური დახმარების სახით, რადგან ქვეყნის პრემიერმინისტრის ანტონის სამარასის განცხადებით, ხაზინაში ფული საერთოდ არ არის.

სავარაუდოდ, საბერძნეთის ექსტრემალური ფინანსური დახმარება 20 ნოემბრისთვის გამოეყოფა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.