ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეშფოთებულია დაპატიმრებებით საქართველოში

ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეშფოთებულია დაპატიმრებებით საქართველოში

პრაღა – ნატოს ხელმძღვანელმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეშფოთება გამოხატა ორშაბათს საქართველოს ახალი მთავრობის ოპონენტების დაპატიმრებების ირგვლივ, რაც გასულ თვეში არჩევნებს მოჰყვა, და ხელისუფლებას მოუწოდა ამ ადამიანთა საქმეებში პოლიტიკური ჩაურევლობა უზრუნველყოს.

პარასკევს, ქართულმა სასამართლომ ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა, თუმცა გაათავისუფლა ორი სამხედრო მეთაური, რომლებსაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამ საქმემ წუხილი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში, პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს.

„მე ვარ უაღრესად შეწუხებული მოვლენათა იმ მიმდინარეობით, რომელსაც (არჩევნების) შემდეგ ვხედავთ, და ეს დიდწილად დაკავშირებულია პოლიტიკური ოპონენტების ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან საქართველოში“, განაცხადა რასმუსენმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში.

„საქართველოს სამართვლებრივი სისტემისა და სასამართლო სისტემის კომპეტენციაა ამ საქმეების გარკვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ძირს არ უნდა უთხრიდეს პოლიტიკური ჩარევები“

„და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით“, დასძინა მან.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მიიღებდა ზომებს დარღვევებში ეჭვმიტანილი ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ, მას შემდეგ, რაც მისმა კოალიციამ განდევნა ხელისუფლებიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
foreignpress.ge