ბარამიძე: საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების განცხადებები შემაშფოთებელია

ბარამიძე: საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების განცხადებები შემაშფოთებელია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის,  გიორგი  ბარამიძის შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების განცხადებები შემაშფოთებელია.

როგორც ჟურნალისტებს ბარამიძემ განუცხადა, შემაშფოთებელია, რომ მსოფლიო ლიდერები  ახალი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე საუბრობენ.

მისი თქმით, ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს ამან ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ხალხმა ხმა  წინსვლას მისცა და ამიტომ, ნაბიჯი  უნდა გადავდგათ წინ და არა უკან“, - დასძინა ბარამიძემ და ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო რუსეთთან ერთი-ერთზე არ იყოს დარჩენილი. ამ შეხვედრებს, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები უნდა ესწრებოდნენ“, - განაცხადა დეპუტატმა.