ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბრალდებებს უარყოფს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბრალდებებს უარყოფს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბორის გითოლენდია ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.  მისი თქმით მას არასდროს არავინ გაუტაცია.

 „სტუდნტების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ მე ისინი რექტორის მისაღებიდან გავიტაცე. ეს არის აბსურდული ბრალდება. მე არასდროს არავინ გამიტაცია და მინდა მივმართო თხოვნით პროკურატურას, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, რათა დადგინდეს სიმართლე და გაირკვეს, რომ მათი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა" - განაცხადა გითოლენდიამ.

 მისივე თქმით, ის ფიქრობს იმაზეც, რომ პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელით მიმართოს და იურისტებთან კონსულტაციები გაიაროს.

 „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“ ლიდერი ლექსო კობაიძე, რომლის ორგანიზებითაც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს, აცხადებს, რომ შარშან რექტორის მისაღებიდან მის გატაცებაში მონაწილეობა ბორის გითოლენდიამ მიიღო. კობაიძის თქმით, მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი გაიტაცეს.