მიხეილ სააკაშვილი: უპირველესად,  უნდა დავაღწიოთ თავი მენტალიტეტს  „მოგებულს რჩება ყველაფერი“

მიხეილ სააკაშვილი: უპირველესად, უნდა დავაღწიოთ თავი მენტალიტეტს „მოგებულს რჩება ყველაფერი“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ქვეყნის პირველმა პირმა პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ დაუმტკიცა ყველა პოლიტიკურ პარტიას და მსოფლიოს, რომ ქართველი ერი ნებისმიერ მთავრობას მოსთხოვს ანგარიშს.

სააკაშვილის განცხადებით, ნატო და ევროკავშირი არის ის ძირითადი არსი, რომელსაც ჩვენ ტრანსფორმაციულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ვუწოდებთ და აღნიშნა, რომ  სხვა ექვივალენტს მსოფლიოში  ვერ ხედავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ტრანსფორმაცია მოახდინა, ახლა საპარლამენტო უმცირესობაში იმყოფება. მაგრამ ჩვენი ბოლო არჩევნების შედეგებმა ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ უნდა შეაჩეროს. პირიქით: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალაუფლების გადაცემა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ხდება და არა რევოლუციებითა და გადატრიალებით; ნათლად გამოვხატეთ, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის და მხოლოდ ქართველ ეკუთვნის ერს; ჩვენ დავუმტკიცეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მსოფლიოს, რომ ქართველი ერი ნებისმიერ მთავრობას მოსთხოვს ანგარიშს და ჩვენი ხალხი მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს თავისი საერთო ბედის განმკარგავად... ყოველივე ამით, საქართველომ მოახდინა თავისი დემოკრატიის სიმწიფის დემონსტრირება, ხაზგასმით წარმოაჩინა ის საოცარი პროგრესი, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში მოხდა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა მზაობა იმისთვის, რომ შეითავსოს ის მაღალი სტანდარტები,  რომლებიც დამახასიათებელია ღია და განვითარებული საზოგადოებებისთვის, ისეთი საზოგადოებებისთვის, რომლებიც ალიანსში არიან გაწევრიანებული და რომლებსაც ამ დარბაზში დღეს თქვენ წარმოადგენთ. მინდა,  ვისარგებლო მომენტით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც საქართველოში არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩამოვიდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ახლა სჭირდება მუდმივად დაკვირვებული თვალი და ცოდნის დიდი რეზერვი, რათა საქართველო სწორ გზაზე დარჩეს.

„ჩვენ გვჭირდება მუდმივად დაკვირვებული თვალი და ცოდნის დიდი რეზერვი, რათა ჩვენმა ინსტიტუტებმა გააგრძელოს ქართველი ხალხის სამსახური, ჩვენმა სასამართლომ, რომელიც ორიენტირებულია კანონის დაცვაზე და არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ისევე გააგრძელოს მუშაობა, რათა შენარჩუნდეს პატივისცემა ჩვენი ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ჩვენი „მოგზაურობა“ ალიანსის მიმართულებით ჯერ არ დასრულებულა და უფრო მეტი რეფორმებია საჭირო. უპირველესად, ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი მენტალიტეტს „მოგებულს რჩება ყველაფერი“ მენტალიტეტს, რომელიც, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის მოკლე ინსტიტუციონალური მეხსიერებით“,- განაცხადა სააკაშვილმა.