ბაჩო ახალაია: ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი

ბაჩო ახალაია: ალასანიას მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდა ადგილი

შს ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია თავის დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.ამის შესახებ ახალაია გლდანის #8 საპყრობილეში საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

ბაჩო ახალაიას თქმით, განსაკუთრებით ბევრი სპეკულაციები მის მიმართ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მხრიდან მოდიოდა, თუმცა, როგორც ახალაიამ აღნიშნა, ალასანიას თავისი ბრალდებების დადასტურება არ შეუძლია.

„ბატონ ალასანიას, ბოლო თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ტელეეთერებით ჩემს მიმართ უამრავი ბრალდება აქვს გაცხადებული. მიდით და ჰკითხეთ, რომელი ბრალდების დადასტურება შეუძლია უკანონო ფორმირებების მომზადების, თუ მთელი რიგი სიგიჟეების? მისი მხრიდან პოლტიკური სპეკულაციები იყო, თუმცა როგორც ჩანს, აღარ ეყოთ გამბედაობა, რომ აწი მაინც აღარ გაეგრძელებინათ ეს. არჩევნები გაყალბდა სადღაც - ამბობს ალასანია, თუმცა ეს იყო ერთადერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები საქართველოში. ალასანიამ წააგო, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მართლა გაყალბდა არჩევნები. ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევია, სხვა არაფერი არ არსებობს. ორშაბათს ჩამოვედი და 24 საათში დამაკავეს, ესეც ამის დადასტურებაა“ - განაცხადა ახალაიამ.