სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის.

აღნიშნულ ცვლილებას „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელის ინიციატორი უმრავლესობის წევრი ირინე იმერლიშვილია.

ცვლილებებით, სამსახურის სტატუსისა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებით, თანამდებობის პირთა დანიშვნისა და ასევე, ამ სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემით, უფლებამოსილება მთავრობასა გადაეცემა.

კანონოს დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული სამსახური საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება.

ცვლილებების ინიცირება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოხდა.