დღეს,  13:00 საათზე, For.ge-ის პრესკლუბში,    ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“   სამხედრო  მოსამსახურეთა მიმართ  განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ ბრიფინგს გამართავს

დღეს, 13:00 საათზე, For.ge-ის პრესკლუბში, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ ბრიფინგს გამართავს

დღეს, 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, For.ge-ის პრესკლუბში,    ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“  ბრიფინგს გამართავს.

თემა: შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ  განხორციელებული სამართალდარღვევების შესახებ კერძოდ:

1. 2009-2012 წლებში შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო მოსამსახურეების მასიური განთავისუფლება;

2. ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პროცესში სამხედროების ღირსების შელახვისა და დამცირების ფაქტები;

3. სამხედროების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.

მისამართი: თაქთაქიშვილის ქ. ( ყოფილი რიგის) N11 მეორე სართული

საკონტაქტო :     593 15 55 00