ამერიკული ყვითელი პრესის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ლინდსი ლოჰანს დაუმტკიცდა, რომ ცოტა ხნის წინ საიუველირო მაღაზიიდან 2 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული მოიპარა.
ქალაქ ლოს-ანჟელესში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გარჩევა მოეწყო, რომელსაც მხოლოდ მსახიობის ადვოკატი ესწრებოდა. ლინდსი ლოჰანი დამნაშავედ ცნეს და 120 დღიანი პატიმრობაც შეუფარდეს.
რასაკვირველია ეს სასჯელი პირობითია და ამერიკული ციხეების გადატვირთულობის გამო ქალბატონი ლინდსი მას საკუთარ სახლში მოიხდის. ამასთან, თუ ლოჰანი კარგად მოიქცევა, მისი შინაპატიმრობა მხოლოდ ორ კვირას გაგრძელდება.
მსახიობს 480 საათიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაც მიუსაჯეს, სამწლიან გამოსაცდელ ვადასთან ერთად, რომლის დროსაც ის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ლინდსი ლოჰანმა სასჯელის მოხდა უკვე დაიწყო და როგორც აღმოჩნდა დრო უქმად არ დაუკარგავს. მსახიობმა შვება კაბალის უძველესი ტექსტების კითხვაში იპოვა. ეს ხერხი უკვე გამოსცადეს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან მადონა და დემი მური.
ლოჰანის ახლობლების მტკიცებით, მსახიობი გამუდმებით ციტირებს გამონათქვამებს კაბალიდან და თავისი ახლად მოპოვებული სარწმუნოების გავრცელებას მეგობრებშიც ცდილობს.