მადონა ჩერნიგორიაში დააკავეს

მადონა ჩერნიგორიაში დააკავეს

ყველა ცნობილ პიროვნებას გარკვეული სისუსტეები ახასიათებს. გამონაკლისს არც პოპულარული მომღერალი მადონა წარმოადგენს. ამ ქალბატონს სისუფთავის მიმართ პათოლოგიური სიყვარული ახასიათებს. ამის გამო ერთ უსიამოვნებაში გაეხვია.

 

ბრიტანული გამოცემა “The Sun”-ის ცნობით მომღერალმა ცოტა ხნის წინ ჩერნიგორიაში რამდენიმე კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა. რა მიზეზით აირჩია ეს ევროპული ქვეყანა ბრიტანული ტაბლოიდი არ იუწყება. მადონამ თან მოკრძალებული აბანოს კომპლექტი წაიღო, რომელიც სამასი პირსახოცისგან შედგებოდა.

 

საზღვრის გადაკვეთისას საბაჟოს მუშაკებმა მადონას სისუფთავისადმი დიდი სიყვარული არ გაიზიარეს და ტვირთიანად დააკავეს. მომღერალი უშედეგოდ ამტკიცებდა, რომ სამასი პირსახოცი ქალაქ სკოპიეში გასაყიდად არ მიჰქონდა.

 

ხანგრძლივი გარჩევების შემდეგ ქალბატონი გაათავისუფლეს, მაგრამ კუთვნილი ტვირთი უკან არ დაუბრუნეს.

 

მადონა ბუნებრივია, აღშფოთდა და არც დაუმალავს თავისი დამოკიდებულება ჩერნიგორიელი მებაჟეების “უსამართლო საქციელისადმი”. სამწუხაროდ საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა და გზა სამასი პირსახოცის გარეშე გააგრძელა.