ბოი ჯორჯმა ნაქურდალი დააბრუნა

ბოი ჯორჯმა ნაქურდალი დააბრუნა

ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ცნობილ მომღერალ ბოი ჯორჯს სკოტლანდ-იარდის წარმომადგენლებთან ახლო შეხება მოუხდა. მისტერ ჯორჯს კანონი არ დაურღვევია, პირიქით მან კანონმორჩილი მოქალაქის იმიჯი დაიცვა.

 

შეიტყო რა, რომ 40 წლის წინათ მოპარული ხატის მფლობელი ყოფილა, ბოი ჯორჯმა მისი დაბრუნება კანონიერი პატრონისათვის დაუყოვნებლივ გადაწყვიტა.

 

ქრისტეს ხატი შორეულ 1974 წელს მოიპარეს კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიიდან. 1985 წელს მომღერალმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ ხატის წარმომავლობის შესახებ, ის ლონდონელი ვაჭრისგან შეიძინა.

 

ერთი თვის წინ ერთ-ერთმა ღვთისმსახურმა ხატი მუსიკოსის სახლის კედელზე იხილა, მასთან ტელეინტერვიუს დროს.

 

მღვდელმა შეძლო დაკავშირება მომღერალთან, რომელმაც თავდაპირველად საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა, შემდეგ კი ნაქურდალი მის კანონიერ მფლობელებს ულაპარაკოდ დაუბრუნა.