ეშტონ კატჩერი ტომი ლის როლს შეასრულებს

ეშტონ კატჩერი ტომი ლის როლს შეასრულებს

გასულ წელს ჯგუფი “Motley Crue”-ს ლიდერმა ტომი ლიმ საკუთარი მოგონებების წიგნი გამოსცა.

 

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რეჟისორმა რიჩ უილქსმა გადაწყვიტა ამ მემუარებზე დაყრდნობით მხატვრული სურათი გადაიღოს. ამ ფილმის სავარაუდო სახელწოდებაა “ჭუჭყი”.

 

კინორეჟისორმა შეადგინა იმ მსახიობების ჩამონათვალი, რომელთა ხილვაც მთავარ როლებში სურს. ტომი ლის როლი ცნობილ ამერიკელ მსახიობ ეშტონ კატჩერს შესთავაზეს.

 

გარდა ამისა, უილქსმა გამოთქვა სურვილი, რომ დევიდ ლი როტის როლი ბრედ პიტმა ითამაშოს, ოზი ოსბორნისა კი ჯეკ ბლექმა ან ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა. ჯგუფის პირველი მენეჯერის როლი ჯასტინ ტიმბერლეიკს ერგო.

 

ახალი კინოსურათის გადაღება 2012 წლის იანვარში დაიწყება და მსოფლიოს კინოეკრანებზე მომავალი წლის დასასრულს გამოვა.