დავით ებრალიძე 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ვერ საუბრობს

დავით ებრალიძე 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ვერ საუბრობს

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.

 როგორც ჟურნალისტებს ებრალიძემ განუცხადა, ბიუჯეტის პროექტში მეტ-ნაკლებად ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ წინასაარჩევნოდ გასცა.

 მისი თქმით, გაზრდილია ის ხარჯები, რომელიც ორიენტირებულია სოციალურ დახმარებებსა და  სოფლის მეურნეობაზე.

 ამასთან, ებრალიძე იმ ინფორმარმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი ბიუჯეტის პროექტზე თანხმობას არ აცხადებდა.

 „პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.ი პროექტს ეთანხმება“, - დასძინა მან.

 შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა.