ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი სროლის მსხვერპლი გახდა საჯარო შეხვედრის დროს. შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრე, კამერებზე დაფიქსირდა, როგორ პასუხობდა ის აუდიტორიის შეკითხვას ტრანსგენდერ ადამიანებზე და მათ კავშირზე მასობრივ სროლებთან ამერიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
აუდიტორიის წევრი: იცით, რამდენი ტრანსგენდერი ამერიკელი იყო მასობრივი მსროლელი ბოლო 10 წლის განმავლობაში?
კირკი: ძალიან ბევრი.
მკითხველმა დააზუსტა, რომ ეს რიცხვი ხუთია და შემდეგ იკითხა, იცოდა თუ არა კირკმა, რამდენი მასობრივი სროლა მოხდა აშშ-ში იმავე პერიოდში.
კირკი: ბანდების ძალადობას ჩავთვლით თუ არა?
ამის შემდეგ რამდენიმე წამში, ვიდეოში ისმის სროლის ხმა, აუდიტორია ყვირილს იწყებს.