ვახტანგ ხმალაძე - ახალაია კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულებას ვერ ასცდება

ვახტანგ ხმალაძე - ახალაია კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულებას ვერ ასცდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ყოფილი ძალოვანი მინისტრი ბაჩო ახალაია კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულებას ვერ ასცდება.

 როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა, სასჯელაღრულების და თავდაცვის სამინისტროების სისტემებში ბევრი რამ ხდებოდა, რაც უკანონო მოქმედებების ნიშნებზე მიუთითებს, რაც ნათლად გამოძიებული უნდა იყოს.

 „ახალაიას განცხადებები შეიძლება იყოს ერთგვარი პოლიტიკური ხერხი - მე არ ვარ დამნაშავე და მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და გავცე ყველა კითხვას პასუხი, თუმცა, თუ საქმე-საქმეზე მიდგება, შეიძლება პასუხი არცერთ კითხვაზე არ იქნას გაცემული იმ მოტივაციით, რომ - არ ჩამოვალ საქართველოში, რადგან მეშინია, პოლიტიკური მოტივაციით არ დამაკავონ  აქედან მართალი რომელია, ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ხმალაძემ.