ცნობილ ბელგიელ მსახიობს ჟან-კლოდ ვან დამს უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. მას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის სავარჯიშო ტრენაჟორების დამამზადებელი ერთ-ერთი კომპანია უჩივის. მომჩივანი მხარე მსახიობისაგან 25 მილიონიან კომპენსაციას მოითხოვს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ვან დამმა კონტრაქტს ნამდვილად მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ამ ფირმის პროდუქციის რეკლამაში უნდა გადაეღოთ. როდესაც მსახიობი გადაღებებზე გამოცხადდა, გაირკვა, რომ მან არათუ სცენარი არ იცოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა ესარგებლა ტრენაჟორით.
ჟან-კლოდ ვან დამი დიდხანს სწავლობდა აგრეგატს, მაგრამ მას ვერაფერი გაუგო. სიტუაცია გაართულა იმ ფაქტმაც, რომ ყოველივე მომხდარს კამერა აფიქსირებდა და გადაიცემოდა ვან დამის რეალურ შოუში “დახურულ კარს მიღმა”.
ბოლოს და ბოლოს ბელგიელს მოთმინება დაელია, ოპერატორს მიუბრუნდა და განაცხადა, რომ “არ შეუძლია მაყურებელს შესთავაზოს პროდუქტი, რომელიც თავად არ მოსწონს”. კომპანიის ხელმძღვანელობის მუქარაზე კი უკან არ დაიხია და მიუგო, რომ სადაც უნდოდათ იქ ეჩივლათ. ამ დაუფიქრებელი ნათქვამის გამო ბატონ ჟან-კლოდს ამ დღეებში სასამართლოში გამოცხადება მოუწევს.