„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება შედის

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება  შედის, რომლის მიხედვით, პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვის ვადის სიხშირე ორჯერ იზრდება.

 ცვლილებების ინიციატორი უმრავლესობაა და პროექტის წარდგენა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

 პროექტის თანახმად, შესაძლებელი ხდება პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვა, როგორც ოქტომბერში, როგორც ამას მოქმედი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, ასევე აპრილის თვეში. საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლში კი ჩაიწერება, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილსა და ოქტომბერში, კანონით დადგენილი წესით. თუკი პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება წლის ოქტომბერში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - აპრილში.

ამასთან, ცვლილებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, უფრო სწრაფად მოხდება საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შევსება.