“ბახუსის ტყვეობაში”

“ბახუსის ტყვეობაში”

ცნობილ ფრანგ მსახიობს, შეუდარებელ ჟან მარეს ერთხელ იაპონიაშიც მოუწია მოგზაურობამ.

 

ამომავალი მზის ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა გაცნობისას, მსახიობმა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად განთქმული ბრინჯის არაყიც გასინჯა.

 

პირველივე სირჩის გადაკვრის შემდეგ მსახიობმა შენიშნა, რომ ირგვლივ ყველაფერი შეინძრა. უზომოდ გაკვირვებულმა ჟან მარემ კელნერს მიმართა:

 

- ღმერთო ჩემო, მართლა რა ძლიერი ყოფილა...

 

- რას ბრძანებთ, ბატონო, ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მიწისძვრაა, - აუღელვებლად მიუგო მოსამსახურემ.