თავის დროზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა თანხმობა მისცა ერთ-ერთ ამერიკულ კინოსტუდიას მისი ცხოვრების ამსახველი სურათის გადაღებაზე. ფილმში უნდა ეჩვენებინათ ჩერჩილი 65 და 86 წლის ასაკში.
ჩერჩილის როლის შესრულება დავალებული ჰქონდა ცნობილ მსახიობ ჩარლზ ლოუტონს. როდესაც ჩერჩილმა შეიტყო, რომ ლოუტონი ამ როლის შესრულებისათვის დიდ თანხას ღებულობდა, განრისხდა და გესლიანად აღნიშნა:
- უპირველესად, ეს ყმაწვილი ზედმეტად მსუქანია, ამასთანავე მეტად მოხუცი. ამ ფასად მე თვითონ, დიდი სიამოვნებით, შევასრულებ ამ როლს.
ძალზე დიდი შრომა დაიხარჯა იმისათვის, რომ ჯიუტ მოხუცს უარი ეთქვა თავის განაცხადზე.