ელტონ ჯონი ლიტვაში

ელტონ ჯონი ლიტვაში

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სერ ელტონ ჯონი საკუთარი ჯგუფითა და სათვალეების განუმეორებელი კოლექციით ლიტვის დედაქალაქს ეწვევა და კონცერტს ჩაატარებს.

 

ინგლისელი მუსიკოსი ბოლო წლების განმავლობაში ლიტვას მეორედ ესტუმრა. ელტონ ჯონმა 2006 წელს ვილნიუსის ვინგასის პარკში ერთი კონცერტი უკვე გამართა. მაშინ მის გამოსვლას 30 ათასი თაყვანისმცემელი დაესწრო.

 

4 ნოემბერს დაგეგმილი კონცერტი “სიმენს არენას” სპორტულ დარბაზში ჩატარდება. ეს ის სარბიელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ კალათბურთელთა ევროპის პირველობის შეხვედრებს უმასპინძლა და სხვა გუნდებთან ერთად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც იასპარეზა.

 

“სიმენს არენა” 9500 ადამიანს იტევს, გაყიდვაშიც ამ რაოდენობის ბილეთებია გამოტანილი. ლიტვური საინფორმაციო საშუალებების ცნობით მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

 

ცნობილია რომ მომავალ კონცერტზე ელტონ ჯონი, 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში დაწერილ საუკეთესო კომპოზიციებს შეასრულებს.