ცოტა ხნის წინ, ეგვიპტეში, კერძოდ კი ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ეგვიპტის კულტურის მინისტრის მოადგილე და მისი რამდენიმე თანამზრახველი დააკავეს. როგორც ირკვევა, მაღალჩინოსანმა ვერ გაუძლო ცდუნებას და ვისენტ ვან გოგის უნიკალური ფერწერული ტილო მოიპარა, რომლის საბაზრო ღირებულება 40 მილიონ დოლარზე მეტი გახლავთ.
არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეში ეგვიპტის კულტურის მინისტრი - მოხსენ შალაანიც იყოს გარეული.
აღსანიშნავია, რომ ქურდობის მომენტში მუზეუმში დამონტაჟებული სიგნალიზაცია არ ამოქმედდა, ხოლო 43 სათვალთვალო კამერიდან მხოლოდ 7 მუშაობდა.
ვან გოგის ცნობილი ტილო "ყვავილების ვაზა" უკვე მეორედ მოიპარეს. პირველად ეს 1978 წელს მოხდა. მაშინ სამართალდამცველებმა სურათს ქურდობიდან ორი წლის შემდეგ ქუვეითში მიაგნეს.