პარლამენტის პირველ სხდომას ივანე კიღურაძე გაუძღვება

პარლამენტის პირველ სხდომას ივანე კიღურაძე გაუძღვება

მერვე მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომას რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის. შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უხუცესი წევრი წარუძღვება.პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ივანე კიღურაძე გაუძღვება.

ახლადარჩეული პარლამენტის სხდომას ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეული 85 წლის გიორგი ოჩიაური უნდა გაძღოლოდა, რომელიც ქუთაისში ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ ჩადის. მის ნაცვლად კი სხდომას "ქართული ოცნებიდან" არჩეული 75 წლის, აკადემოკოსი ივანე კიღურაძე გაუძღვება.

2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.