პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ბიძინა ივანიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ამავე სტატუსით იქნებიან სხდომაზე წარმოდგენილები მომავალი მინისტრობის კანდიდატები. 
" კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი,  ბიძინა ივანიშვილი ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი. ამავე სტატუსით დაესწრებიან  მომავალი მინისტრობის კანდიდატები“, - განუცხადეს From.ge-ს ქართულ ოცნებაში. 
სხდომას ასევე დაესწრებიან ჯერ კიდევ მოქმედი მთავრობის წევრებიც, მოწვეულ სტუმრებს შორის არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.
2012-2016 წლების  მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.