„პროტესტის ანატომია 2“-ის მონაწილეს ეძებენ

„პროტესტის ანატომია 2“-ის მონაწილეს ეძებენ

გახმაურებული „პროტესტის ანატომია 2“-ის მონაწილეს, სახელმწიფო დუმის დეპუტატის ილია პონომარიოვის თანაშემწეს ლეონიდ რაზვოზჟაევს ეძებენ.  რაზვოზჟაევი უდალცოვთან ერთად რუსეთის პროკურატურამ უკვე დაკითხა.

რაზვოზჟაევმა რამდენიმე დღის წინ საკუთრ ბლოგში შემდეგი ჩანაწერი დატოვა: „მე წარმოშობით ციმბიურიდან ვარ და დიდხანს შემიძლია ექსტრემალურ პირობებში ცხოვრება. არ ვაპირებ მათი წესებით თამაშს“.

პონომარიოვის თანაშემწემ ფილმს, სადაც ის სერგეი უდალცოვთან და გივი თრგამაძესთან ერთად არის გადაღებული, „უხეში პოლიტიკური ფალსიფიკაცია უწოდა“.

რუსეთის პროკურატურის განცხადებით, სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინე ლებედი გივი თარგამაძესთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ. სწორედ ამ მუხლით საქმის აღძვრის გამო მოხდა მათი დაკითხვა. კონსტანტინე ლებედევი დროებითი გამოძიების იზოლატორშია, სერგეი უდალცოვს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელმწერილი დააწერინეს, ხოლო ლეონიდ რაზვოზჟაევის ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია.