ქუთაისის პარლამენტში სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ქუთაისის პარლამენტში სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ამის შესახებ,  მშენებლობის ხელმძღვანელმა გია კურცხალიამ განუცხადა.

მისი  თქმით, უკვე მზად არის სხდომათა დარბაზი, ბიუროს,  ასევე საკომიტეტო მოსმენების და დეპუტატების ოთახები.

„დღეს სრულდება სამუშაოების პირველი ძირითადი ეტაპი. დარბაზი მთლიანად მზად არის სხდომის ჩასატარებლად. ახლა მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და ოთახებში ავეჯის დალაგება“,- განაცხადა გია კურცხალიამ და აღნიშნა, რომ გასაკეთებელი  მხოლოდ წვრილმანი სამუშაოები რჩება.

მისი განმარტებით, ახლა  კონდინცირების,  ასევე გათბობის სისტემის დამონტაჟება მიმდინარეობს.

„არსებობს მცირე ტექნიკური ხარვეზები,  მაგრამ შენობისთვის ეს ნორმალურია. კონტრაქტით წლის ბოლომდე გვაქვს შენობაში სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის ვადა. ამ პერიოდამდე აქ მუშაობა ტესტირების რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა გია კურცხალიამ.

ქუთაისის ახლად აშენებულ პარლამენტის შენობაში პირველი სხდომა სვალ, 13:00 საათზე გაიმართება.