დავით ბაქრაძე: პარლამენტის ქუთაისში გადატანა იდეა იყო, რომელიც დღემდე  ძალაში რჩება

დავით ბაქრაძე: პარლამენტის ქუთაისში გადატანა იდეა იყო, რომელიც დღემდე ძალაში რჩება

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ხმას არ დაუჭერენ. ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა რაიმე გეოგრაფიულ ახირებას არ უკავშირდებოდა.

მისი განმარტებით, ეს იყო იდეა, რომელიც დღემდე რჩება ძალაში.

„ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პარლამენტი ქუთაისში ყოფილიყო და ეს არ უკავშირდებოდა რაიმე სახის გეოგრაფიულ ახირებას. ეს იყო იდეა,  რომელიც დღემდე რჩება ძალაში. ეს არის იდეა,  რომელიც მიგვაჩნია, რომ კარგია ქუთაისისთვის და იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვრჩებით“, - განაცხადა  ბაქრაძემ.