ლუკაშენკომ ბრიტანეთის პრემიერს „პაცანა“ უწოდა

ლუკაშენკომ ბრიტანეთის პრემიერს „პაცანა“ უწოდა

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თავისი არაორდინალური დამოკიდებულებით და გამონათქვამებით  ცნობილია. ამჯერად მან ბრიტანელებს კონსტიტუცია დაუწუნა და მათ პრემიერმინისტრს „პაცანა“ უწოდა.

„ ვინ არის ეს თქვენი კემერონი-ერთი პაცანაა მხოლოდ, სულ ორი დღეა პოლიტიკაშია. მას ლაპარაკის გარდა ცხოვრებაში, ალბათ არაფერიც არ განუცდია.

რაც შეეხება ბრიტანლების დემოკრატიას, მე ამის აზრს ვერ ვიგებ. თქვენ ხომ კონსტიტუციაც კი არ გაქვთ. აბორიგენები...მათ კონსტიტუციაც არ აქვთ“,-განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს ამ გამონათქვამებს „ინტერფაქსი“ ავრცელებს. თუმცა,  ბელორუსულ პრესაში ლუკაშენკოს ინტერვიუ ამ ფრაზების გარეშე გამოქვეყნდა.

გუშინ ზოგიერთმა სააგენტომ ლუკაშენკოს ახალი გამონათქვამი გაავრცელა, სადაც ბელორუსიის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სადამ ჰუსეინს შორის მომრიგებელ-მომლაპარაკებლის როლს ასრულებდა, თუმცა ამერიკელებმა ეს არ დაუფასეს.