ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების წინააღმდეგ რუსი სამხედროების ისევ იბრძვიან

ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების წინააღმდეგ რუსი სამხედროების ისევ იბრძვიან

რუსეთის 58-ე არმიის გენერალ- მაიორის ანდრეი გურულიოვის განცხადებით, რუსი სამხედროები კავკასიაში მხოლოდ ბოევიკებთან საბრძოლველად სჭირდებათ, დანარჩენი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაა.

ეს განცხადება გურულიოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში გახშირებული ტერორისტული აქტების შემდეგ, ბრძოლაში უკვე რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთნენ.

„ანტიტერორისტული კომიტეტი სამხედროებს დასახმარებლად მხოლოდ განსაკუთრებულ შემთვევებში მიმართავს. ამ განცხადებას მას შემდეგ ვაკეთებ, რაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების წინააღმდეგ რუსი სამხედროების მონაწილეობენ“,-განაცხადა გენერალ- მაიორმა.