შტეფან ფულე: ვაფასებ ხელისუფლების ისტორიულ გადაბარებას საქართველოში

შტეფან ფულე: ვაფასებ ხელისუფლების ისტორიულ გადაბარებას საქართველოში

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ვაფასებ ხელისუფლების ისტორიულ გადაბარებას საქართველოში. ჩვენს პარტნიორებს თბილისში ვუთხარი, ფოკუსირება გაეკეთებინათ ფუნქციონირებად თანაცხოვრებაზე", - წერს საკუთარ გვერდზე შტეფან ფულე.

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორის მოადგილე ჰელგა შმიდი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით გუშინ იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მოქმედი და არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან.