ანჯელინა ჯოლიმ წარსული გაიხსენა

ანჯელინა ჯოლიმ წარსული გაიხსენა

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი თანამემამულე ჟურნალისტებს ესაუბრა და საკუთარი პირადი ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტები გაიხსენა.

 

ჩვენს ოკეანისგაღმელ კოლეგებს ქალბატონმა ანჯელინამ აცნობა, რომ მისი სასიყვარულო ურთიერთობა ბრედ პიტთან იმ დროს დაიწყო როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონის კანონიერი მეუღლე ბრძანდებოდა. საინტერესოა, რომ დღემდე წყვილი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ გრძნობებმა მათ შორის მხოლოდ მას შემდეგ იფეთქა, რაც პიტი ენისტონს ოფიციალურად დაშორდა.

 

ანჯელინა ჯოლის წამოსცდა, რომ ერთმანეთი სურათი “მისტერ და მისის სმიტების” გადასაღებ მოედანზე, 2004 წელს შეუყვარდათ.

 

ამერიკელი ჟურნალისტები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ვერ გაიგეს ჯოლიმ ეს აღსარება შეგნებულად გააკეთა, თუ მართლაც შემთხვევით მოუვიდა.

 

ანჯელინა ჯოლის აზრით, მისი და ბრედ პიტის შვილები ბედნიერები არიან.

 

“ბევრ ადამიანს როდი ჰქონია ბედნიერება ენახა ფილმი, სადაც მთავარ როლებს მათი მშობლები ასრულებენ და რომლის გადაღების დროსაც ვითარდებოდა მათი სიყვარულის ისტორია” – განაცხადა “მისის სმიტმა”.