ტომ ჰენქსი რეჟისურას დაუბრუნდა

ტომ ჰენქსი რეჟისურას დაუბრუნდა

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ორგზის “ოსკაროსან” ტომ ჰენქს გადაწყვეტილი აქვს, რომ უახლოეს მომავალში რეჟისურას დაუბრუნდეს.

 

მსახიობი თავად შექმნის სცენარს, დადგამს ფილმს და მთავარ როლსაც ითამაშებს, ხოლო პარტნიორად გადასაღებ მოედანზე ჯულია რობერტსი ეყოლება.

 

ეს სურათი კომედიური ჟანრის იქნება. მისი სიუჟეტი აიგება გმირის ირგვლივ, რომელიც ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და კარიერა.

 

ამ სურათის სახელწოდებაა “Larry Crowne”, მისი გადაღება მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და ძირითადად ლოს-ანჯელესში იწარმოებს. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

საინტერესოა, რომ ეს უკვე მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება ტომ ჰენკსისა და ჯულია რობერტსისათვის, რომლებიც ადრე ერთად გადაიღეს სურათში “ჩარლი უილსონის ომი”.