ენრიკო კარუზო და ბანკის მოხელე

ენრიკო კარუზო და ბანკის მოხელე

გამოჩენილ მომღერალს ენრიკო კარუზოს ერთხელ სასწრაფოდ დასჭირდა ბანკში, მის სახელზე გამოგზავნილი ფულის მიღება, მაგრამ ადგილზე მისულს თან არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა. სისწრაფეში ყველაფერი შინ დარჩენოდა, მოლარე კი კატეგორიულად უარზე იყო საბუთის გარეშე გაეცა თანხა.

 

კარუზო წამით დაფიქრდა. მოულოდნელად ბანკის შენობაში ღვთაებრივი ხმები გადმოიღვარა. დიდი მაესტრო თავის ერთ-ერთ უბრწყინვალეს არიას ასრულებდა. ეს უკვე საკმაოზე მეტიც იყო იმისათვის, რომ თვით ურწმუნო თომასაც ეცნო მომღერალი და მოლარემაც დიდი პატივით ჩაუთვალა კუთვნილი ფული.

 

- უნდა გამოვტყდე, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მიცდია ასე კარგად მემღერა, - შენიშნა მომღერალმა ბანკიდან გამოსვლისას.