ამერიკული ჟურნალი “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში დიდ ბრიტანეთში ახალი დოკუმენტური სურათის გადაღებას დაიწყებენ. ამ ფილმის მთავარი გმირი ცნობილი მუსიკოსი ოზი ოსბორნი იქნება. ნამუშევრის პირობითი სახელწოდებაა “God Bless Ozzy Osbourne”.
სურათი უბერებელი ვოკალისტის პირად ცხოვრებას მიეძღვნება. ოზი ოსბორნი გულახდილად ისაუბრებს როგორც საკუთარი კარიერის ნათელ დღეებზე, ასევე ბიოგრაფიის მძიმე ფურცლებზე. დეტალურად განიხილავს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას, გაიხსენებს დანგრეულ პირველ ქორწინებასაც. მუსიკოსი გაგვაცნობს იმ გამოცდილებას, რომელიც დააგროვა სხვადასხვა მავნე ჩვეულებებისაგან განთავისუფლების საქმეში.
“ამ ნამუშევარში ნამდვილ ოზის იხილავთ. მას განზრახული აქვს რომ მხოლოდ სიმართლე ისაუბროს. მართალია მრავალი თემის გახსენება მისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მივიღეთ და მას არ გადავუხვევთ. ოზი ოსბორნი პირდაპირი პიროვნებაა და ამ სიტყვების მართებულობაში სურათის ნახვის შემდეგ თავად დარწმუნდებით. იმედი მაქვს, რომ ეს ფილმი ზუსტად ისეთი გამოვა როგორიც დღეს გვაქვს ჩაფიქრებული” – განაცხადა დოკუმენტური ფილმის პროდიუსერმა ოსბორნი-უმცროსმა.
სურათი “God Bless Ozzy Osbourne” მსოფლიოს ეკრანებზე 2012 წლის აპრილში გამოვა.