თერჯოლაში ზაალ გოგსაძის  მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს მართავენ

თერჯოლაში ზაალ გოგსაძის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს მართავენ

თერჯოლელები საპროტესტო აქციებს განაგრძოებენ და კოალცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ზაალ გოგსაძის  მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს მართავენ.

 ისინი სპეციალური # 49 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ. აქციაზე ზესტაფონის დეპუტატი გოგი ქავთარაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ  თერჯოლაში ცესკო-ს ბოლო მონაცემებია:   "ნაციონალური მოძრაობა" კახა ბუცხრიკიძე – 48.78 % 
„ქართული ოცნება"“ ზაალ გოგსაძე – 45.45 %