დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს ხვდებიან.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესი განიხილება.

შეხვედრას ესწრებიან ბრიტანეთის ელჩი ჯუდით გოფი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ეუთო-სა  და სხვა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ცესკო-ში ელჩების ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.