სტუდენტები ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ და შეკითხვები დაუსვეს

სტუდენტები ზურაბ ხარატიშვილს შეხვდნენ და შეკითხვები დაუსვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მასთან შეხვედრის მსურველ სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებმა ხარატიშვილს შეკითხვები დაუსვეს. ისინი დაინტერსდნენ, გაითვალისწინებდა თუ არა ცესკო ხმების დათვლის პროცესში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს და რამდენ ხანში დაიდებოდა არჩევნების საბოლოო მონაცემები.

ხარატიშვილმა მათ განუმარტა, რომ ხმების დათვლის პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, ხოლო დარღვევებთან დაკავშირებით, კომისიაში შესულ საჩივრებს ცესკო განიხილავს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„დღეს საღამომდე, სავარუდოდ, არჩევნების შედეგების 95% გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს დაიდება“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

სტუდენტების განცხადებით, კი საზოგადოებისთვის. ნებისმიერ ქვეყანაში ხმებს ითვლიან ბევრად ნაკლებ დროში, აქ კი პროცესი გაჭიანურებულია, რაც ეჭვებს იწვევს.

ამასთან, ამ დრომდე ცესკო-ს შენობასთან რჩებიან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები.