Spiegel: საქართველო საკუთარ კრაუსს ირჩევს

Spiegel: საქართველო საკუთარ კრაუსს ირჩევს

გერმანული გამოცემა Spiegel საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილს ლეგენდარულ რომაელ უმდიდრეს მთავრსადრალს მარკუს კრაუსს ადარებს და აღნიშნავს, რომ საქართველო საკუთარ კრაუსს ირჩევს.

"ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ძალაუფლების დემოკრატიული წესით გადაცემის მომსწრე გახდა. ახლანდელი პრეზიდენტი სააკაშვილი სამარცხვინოდ დამარცხდა, მილიარდერი და ქვეყნის ახალი იმედი ბიძინა ივანიშვილი კი გამარჯვებას ზეიმობს. მაგრამ, საპარლამენტო მანდატების გადანაწილების გზაზე ხაფანგებია დაგებული", -წერს სტატიის ავტორი ბენჯამინ ბიდერი.

ჟურნალისტი  ქართული მედიის მიერ არჩევნების შედეგების გაშუქების ქართულ ტენდენციურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გამარჯვების პროცენტებს ისინი სხვადასხვაგვარი შედგებით აღნიშნავდნენ.

„მაშინ როცა, ოპოზიციურად განწყობილი "მაესტრო" და ივანიშვილის ცოლის კუთვნილი "ტვ9" ქართულ ოცნებას 63 და 70 პროცენტით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, პრეზიდენტის ერთგულმა არხებმა "რუსთავი 2"- მა და "იმედმა" ოპოზიცია 51 პროცენტით გამარჯვებას დააჯერე“,-აღნიშნული გამოცემა.