აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის,  არჩილ მიქელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ხმათა 26% -ია  დათვლილი.

მისივე თქმით,  ბათუმის და ქობულეთის მონაცემები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

წინასწარი მონაცემებით,  პროპორციული სისტემით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ხელვაჩაურში ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“ ხმათა 59,59%-ით, შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 34,67%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 3,25%, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,3%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0, 57%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,41%, „თავისუფალი საქართველო“ – 0,22%.

ქედაში ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“– 48,16%-ით, კოალიცია „ქართული ოცნება“ – 44,7%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4,13%, „ახალი მემარჯვენეები“ - 1,15%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,07%, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,55%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,28%.

შუახევში ასევე ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 59,38%, კოალიცია „ქართული ოცნება“ – 30,77%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 6,48%, „ლეიბორისტრული მოძრაობა“ - 2,03%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0,81%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,23%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - 0,3%.

რაც შეეხება ხულოს, ასევე ლიდერობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 59,22%, კოალიაცია „ქართული ოცნება“ – 32,96%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4,2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1,78%, „ახალი მემარჯვენეები“ – 1,06%, „თავისუფალი საქართველო“ - 0,56%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – 0,21%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ბათუმის და ქობულეთის ოლქის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს და მონაცემები ჯერჯერობით არ არის.

ხელვაჩაურის ოლქში ლიდერობს „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ კანდიდატი თემურ კახიძე – 56,16%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ - ვაჟა ბოლქვაძე – 37,56%, „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“  ზაზა შაშიკაძე – 4,54%, „ახალი მემარჯვენეები“ – თემურ ქიძინიძე – 0,89%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ სიმონ გოგიტიძე - 0,5%, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ იამზე ცენტერაძე - 0,34%.

შუახევის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“- მიხეილ მჟავანაძე – 59,63%, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – ჯემალ ფუტკარაძე – 26,8%, „გიორგი თარგამაძე – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - ნუგზარ ფუტკარაძე - 7,46%, „ახალი მემარჯვენეები“ – იოსებ დავითაძე – 2,3%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – თამარ მიქელაძე - 1,64%, „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ – შალვა ველიაძე – 1,35%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ – ოთარ ფუტკარაძე – 0,82%.

ქედის ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, - ირაკლი ბარამიძე – 46,44%, „ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება“, - ნოდარ ძნელაძე – 44%, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – ნადეჟდა ჯაბნიძე – 4,91%, „ახალი მემარჯვნეები“ – გელა გიორგაძე - 2,37%, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – ნაიმე ძნელაძე 1,07%,  „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ რომან ბედინაძე - 0,22%, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ - მურად ბერიძე – 1%.

რაც შეეხება ხულოს ოლქს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, - თემურ ბოლქვაძე – 60,89%, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – ამირან მამულაძე 30,17%, „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“, - რობერტ ხოზრევანიძე, 4,83%, „ახალი მემარჯვნეები“, - ნანა ხალვაში – 1,56%, „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია“ – ზაურ დეკანაძე - 1,34%, „კახა კუკავა თავისუფალი საქართველო“ – მურმან კოჩალიძე – 0,99%, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – თუნთუ კონცელიძე – 0,22%.