რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი “The Beatles”-ის ყოფილი წევრის ჯონ ლენონის უფროსმა ვაჟმა ჯულიან ლენონმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ეს ჩანაწერი ჯულიანისათვის რიგით მეექვსეა. მისი სახელწოდებაა “Everything Changes” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გამოვა.
ახალ ალბომში შემდეგი 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
1. Everything Changes
2. Lookin'n Luv
3. Hold On
4. Touch The Sky
5. Invisible
6. Just for You
7. Always
8. Disconnected
9. Never Let You Go
10. Guess It Was Me
11. Don't Wake Me Up
12. Beautiful
ეს ნამუშევარი ჯულიანისათვის პირველია ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში. მისი ბოლო სტუდიური ჩანაწერი, “Photograph Smile” 1998 წლით არის დათარიღებული.
ალბომი “Everything Changes” მუსიკოსს ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა ჩაეწერა, მაგრამ გეგმები შეეცვალა და სინგლი “Lucy” გამოუშვა, რომელიც ეძღვნებოდა ჯგუფი “The Beatles”-ის ცნობილი კომპოზიციის “Lucy in the Sky With Diamonds”-ის მთავარ გმირს.